რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ სურს, შექმნას დაქირავებულ მებრძოლთა არმია მთელ მსოფლიოში, რომელიც დაიცავს „ჩაგრულ ხალხებს“.
მისი აზრით, ასეთი რაზმის მონაწილეები უნდა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, გაოღონ სიცოცხლე არა გროშისთვის, არამედ წესრიგისთვის“.
თებერვალში კადიროვმა ისაუბრა გეგმებზე, შექმნას საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია საჯარო სამსახურის დასრულების შემდეგ და ამით კონკურენცია გაუწიოს ევგენი პრიგოჟინის Wagner PMC-ს.